არა ქირურგიული პროცედურები FAQ

რა არის არაქირურგიული კოსმეტიკური პროცედურები?

არაქირურგიული კოსმეტიკური პროცედურები არის სამედიცინო მკურნალობა, რომელიც აუმჯობესებს და აახალგაზრდავებს გარეგნობას ოპერაციის საჭიროების გარეშე. ეს შეიძლება მოიცავდეს ინექციებს, აპარატულ მკურნალობას და სხვა არაინვაზიურ ტექნიკას.

რა არის ყველაზე გავრცელებული არაქირურგიული კოსმეტიკური პროცედურები?

გავრცელებული არაქირურგიული პროცედურები არის> ბოტოქსი, დერმალური შემავსებლები, ქიმიურ პილინგი, მიკროდერმაბრაზია და სხეულის კონტურის არაქირურგიული მოდელირება.

როგორ მუშაობს ბოტოქსი და კანის შემავსებლები?

ბოტოქსი დროებით ახშობს კუნთებს ნაოჭების შესამცირებლად, ხოლო კანის შემავსებლები მოცულობას მატებენ სახის ნაწილებს, რომლებმაც დაკარგეს კოლაგენი და ელასტიურობა.

უსაფრთხოა, არა ქირურგიული პროცედურები?

კვალიფიციური და გამოცდილი პრაქტიკოსების მიერ ჩატარებული არაქირურგიული პროცედურები ზოგადად უსაფრთხოა. მნიშვნელოვანია აირჩიოთ რეპუტაციის მქონე კლინიკა და ლიცენზირებული პროფესიონალები.

რამდენიხანი ინარჩუნებს არაქირურგიული პროცედურა შედეგს?

შედეგები განსხვავდება პროცედურის მიხედვით. ბოტოქსი ჩვეულებრივ შემთხვევაში ნარჩუნდება 3-6 თვე, ხოლო კანის შემავსებლები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე.

მტკივნეულია თუ არა არაქირურგიული პროცედურები?

არაქირურგიული პროცედურების უმეტესობა მოიცავს მინიმალურ დისკომფორტს. ზოგიერთმა მათგანზე გამოიყენება გამაყუჩებელი კრემები პაციენტის კომფორტის გასაუმჯობესებლად.

შემიძლია ვისარგებლო რამოდენიმე არაქირურგიული პროცედურით ერთდროულად?

პროცედურების კომბინირება ხშირია ამის განხილვა კი შესაძლებელია თქვენს პირად ექიმთან. მათ შეუძლიათ დაგეხმარონ თქვეთვის სასურველი მიზნის მიღწევაში

ვინ არის კარგი კანდიდატი არაქირურგიული პროცედურებისთვის?

კარგი კანდიდატები,არიან პირები, რომლებიც ეძებენ მცირე გარეგნულ გაუმჯობესებას, ისინი, ვინც არ არიან მზად ოპერაციისთვის, ან ისინი ვინც ეძებენ პრევენციულ დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებს.

შეიძლება თუ არა არაქირურგიული პროცედურების მეშვეობით სხეულის გამოყვანა?

დიახ, სხეულის არაქირურგიული პროცედურების მეშვეობით შესაძლებელია სხეულის გამოყვანა როგორც სკულპტურული პროცედურით ასევე რადიოსიხშიღით, ამ ყოველივეს შეუძლია შეამციროს ცხიმი და დაჭიმოს არსებული კანი ოპერაციის გარეშე.

არის თუ არა რისკები და უკუჩვენებები არაქირურგიული პროცედურების ჩატარების შემდგომ?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად უსაფრთხოა არაქირურგიული პროცედურები, ყველა პროცედურას ახლავს გარკვეულ რისკები და გვერდითი მოვლენები როგორიცაა >სიწითლე, შეშუპება, სისხლჩაქცევა ან დროებით დისკომფორტი,სერიოზული გართულებები იშვიათია.

რა ღირებულება აქვს არაქირურგიულ პროცედურებს?

ღირებულება განსხვავდება პროცედურისა და მომსახურების მიხედვით. სპეციალისტთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ჩვენი ადმინისტრაცია მოგაწვდით პერსონალიზებულ ფასებს. ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიციურ სპეციალისტთან ,რათა მიიღოთ პერსონალური რჩევია და ინფორმაცია, თქვენი კონკრეტული მდგომარეობისა და ჯანმრთელობის ისტორიის საფუძველზე.