preloader
Edit Content

ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Medgel Beauty Clinic-ში, სადაც სილამაზე ხვდება მეცნიერებას ,ინოვაციებისა და გამოცდილებას. ესთეტიკური მოვლის სტანდარტებით დაარსებული, Medgel არის თქვენი აღმოჩენა ტრანსფორმაციული სილამაზისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია

ლაზერული ეპილაციის პრინციპი

Საინტერესოა რაში მდგომარეობს ლაზერული ეპილაციის პრინციპი?

მისი მექანიზმი სხივის მეშვეობით თმის ფოლიკულის მკვებავი სისხლძარღვის დახშობაა, რის შედეგადაც ფოლიკულა ვეღარ იკვებება და თმის ღერის ზრდა ვეღარ ხდება. Თმის ფოლიკულში დიოდური ლაზერის სხივის მოხვედრას ხელს უწყობს მელანინი.

Medgel laser hair removal

ეს არის პიგმენტი, რომელიც თმისა და კანის შეფერილობას განაპირობებს. რაც უფრო მუქია თმა, მით უფრო მეტი მელანინია მასში და მეტად შთანთქავს ლაზერის სხივს. ამიტომ დიოდური ლაზერით ეპილაცია უფრო მუქი ფერის თმაზეა ეფექტური. Თუმცა შეგახსენებთ, რომ Medgel-ის აპარატს ყველა თმის ტიპს შესაბამისი პარამეტრი აქვს, შესაბამისაც მორგებულია ყველა თმის და კანის ტიპზე 

Skin

რაც შეეხება Მელანინს, იგი სპეციალურ უჯრედებში მელანოციტებში გამომუშავდება. Ყველა ადამიანს თითქმის ერთი და იგივე რაოდენობის მელანოციტი აქვს, მაგრამ განსხვავებულია მათი მარაგი ქმედების კოეფიციენტი: ზოგი მეტ მელანინს გამოიმუშავებს, ზოგი ნაკლებს. Ამიტომაა ზოგი ადამიანის კანი მუქი, ზოგის კი ბაცი. Კანის ფერი მთელს სხეულზე თანაბარზომიერი არ არის. Ხელის გულები და ფეხის გულები მელანინს არ შეიცავს, ამიტომ მათზე კანი უფრო ღია ფერისაა. Ტუჩები, ისევე როგორც ლორწოვანი გარსი წითლად არის შეფერილი. Კანი ყურებსა და ცხვირზე ოდნავ მოწითალოა, რადგან სისხლძარღვები ზედაპირთან ახლოსაა განლაგებული. 

women-celebrating-all-skin-tones