ლაზერული ეპილაციის კითხვები

როგორ უნდა იყოს კანი მომზადებული პროცედურის დაწყებამდე?

პროცედურის წინ კანი უნდა იყოს:გასუფთავებული,გაპარსული, არ გამოიყენოთ პროცედურის წინ არანაირი დამატენიანებელი ან ლოსიონი,მოერიდეთ მზეს და ასევე გარუჯვას, მიყევით ექიმის დანიშნულებას ,რათა თავიდან ავიცილოთ უკუჩვენების რისკები.

შეიძლება თუ არა გამოვიყენო ლაზერული თერაპია როდესაც ვარ ორსულად ან მაქვს ციკლი?

ლაზერული თერაპია არ არის ,რეკომენდირებული ორსულობისას , გინეკოლოგთან კონსულტაციის გავლის შემდეგ და თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია პროცედურის ჩატარებ. მენსტრუალური ციკლის პერიოდში ნებადართულია პროცედურის ჩატარება , შესაძლოა პაციენტს აღენიშნოს მომატებული მგრძნობელობა.

რამდენი პროცედურა მჭირდება?

დადგენილება არ არსებობს,რადგან ყველა ადამიანს აქვს სხვდასხვა ტიპის კანი ამიტომაც შედეგი დამოკიდებულია კანის ტიპზე, თმის ზრდის რომელ ფაზაში იმყოფება თმის ფოლიკული. უკეთესია გაიმეოროთ პროცედურები ,თანმიმდევრობით და გაიაროთ პირადი კონსულტაცია თერაპევტთან.

აქვს თუ არა უკუჩვენებები?

ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩატარებამ შესაძლოა გამოიწვიოს უკუჩვენება: კანის სიწითლე, კანის გაღიზიანება, კანის პიგმენტის შეცვლა.თუ მიყვებით კვალიფიციურ თერაპევტის რეკომენდაციებს მაქსიმალურად თავიდან აიცილებთ ყველანაირ გართულებას/

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მოვიხმარ მედიკამენტებს?

როდესაც მოიხმართ მედიკამენტებს აუცილებლად კონსულტაციისსას უნდა შეატყობინოთ თერაპევტს, რადგან არის ისეთი მედიკამენტები ,რომლის მიღებისასაც სენსიტიურობა იმატებს ამიტომ უკუჩვენებებისგან თავიდან ასაცილებლად შეატყობინეთ თერაპევტს.

Არის თუ არა ლაზერული თერაპია მტკივნეული?

Დიოდური ლაზერული თერაპიის დროს, შესაძლოა იგრძნოთ ცოტა დისკომფორტი ,მაგრამ უმეტესი ადამიანისთვის მისაღებია ეს ყოველივე დამოკიდებულია, ადამიანის სენსიტიურობაზე და ასევე სხეულის ზონაზე.

უსაფრთხოა თუ არა ლაზერო თერაპია?

Ლაზერული თერპია უსაფრთხოა როდესაც პროცედურას კვალიფიციური ექიმები ატარებენ,ლაზერულ თერაპიაზე ჩატარებული კვლევების მიხედვით და დროის მანძილზე გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ იგი უსაფრთხოა თუმცა ,როგორც ყველა კოსმეტიკურ მედიცინაში არსებობს უკუჩვენებები ეს კი დამოკიდებულია ადამიანის კანის ტიპზე.

Როგორ მოქმედებს ლაზეროთერაპია?

ლაზერული აპარატი იყენებს სპეციალურ სხივს ,რომელიც თრგუნავს და აზიანებს თმის ფოლეკულებს, რის შედეგადაც უჭირს თმას აღდგენა. ამიტომაც არის პროცედურის თანმიმდევრბა საჭირო რადგან თნის ძირებმა ვეღარშეძლოს აღდგენა.

Რა ასაკიდან შემიძლია ლაზერის მოხმარება?

ლაზერული თერაპიის დაწყება დამოკიდებულია ჰორმონებზე თუ არასრულწლოვანი მომწიფებულია და არ განიცდის ჰორმონალურ დისბალანსს, მაშინ შესაძლებელია პროცედურის დაწყება მშობლის თანხმობით.

Შეგიძლია თუ არა ყველა ზონაზე ჩაიტარო ეპილაცია?

დიახ,ლაზერული თერაპია შეგიძლიათ ჩაიტაროთ სხეულის ყველა ზონაზე.

Რისგან უნდა დავიცვა თავი ლაზერო თერაპიის შემდეგ?

ლაზერული თერაპის ,შემდეგ უნდა მოერიდოთ მზეს,ცხელ აბაზანას უხეშ ნივთებს და რაც მთავარი არ უნდა გამოიყენოთ თმის მოსაშორებელი სხვა საშუალებები როგოროცა საპარსი, ვაქსი და ასე შემდეგ რათა მივიღოთ მაქსიმალური შედეგი.

Რამდენი პროცედურის შემდეგ მექნება თერაპიის შედეგი?

თქვენ შესაძლოა შედეგი პირველი პროცედურის შემდეგ დაინახოთ ,თუმცა რამოდენიმე პროცედურის განმეორებისას უფრო შესამჩნევია ასევე შედეგი დამოკიდებულია კანზე მის ფერზე და ასევე თმის ღერზე.

Რამდენხანში მომიწევს პროცედურის გამეორება?

ლაზერული ეპილაციის შედეგების ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს ადამიანში. მოკლევადიან პერიოდში, სესიის შემდეგ დაუყოვნებლივ, შეიძლება განიცადოთ სიწითლე ან შეშუპება, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ უფერულდება რამდენიმე საათიდან ერთ დღის განმავლობაში თმის შემცირების თვალსაზრისით, პირველი სესიის შემდეგ შეიძლება შეამჩნიოთ თმის ზრდის მნიშვნელოვანი შემცირება. თუმცა, როგორც წესი, საჭიროა რამოდენიმე სესია ხანგრძლივი შედეგის მისაღწევად. ყოველი სესიის მოკლევადიანი შედეგები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე, თმის ხელახალი ზრდა თანდათან უფრო თხელი და მსუბუქი ხდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლაზერული ეპილაციის ინდივიდუალური პასუხები შეიძლება განსხვავდებოდეს და შედეგების შესანარჩუნებლად პერიოდულად შეიძლება საჭირო გახდეს შემანარჩუნებელი სესიები.